პეკინი 2022 | საფინასა და ბერულავას წყვილი სპორტულ ცეკვებში მეექვსეა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა პირველი საშეჯიბრო დღე. მესამე დისციპლინაში, სპორტულ  ცეკვებში იასპარეზეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ.

მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64.79 ქულა მიიღეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.

4 თებერვალს ჩატარდა შეჯიბრებები სამ დისციპლინაში – კაცებში (მორის ყვითელაშვილი), რითმულ ცეკვებში (მარია კაზაკოვა, გიორგი რევია) და სპორტულ ცეკვებში (კარინა საფინა, ლუკა ბერულავა). მათი გამოსვლების შემდეგ საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილზეა. პირველია აშშ, მეორე ROC-ი, მესამე – ჩინეთი.

მეოთხე დისციპლინა, ქალთა ინდივიდუალური ციგურაობა 6 თებერვალს გაიმართება. საქართველოს სახელს ანასტასია გუბანოვა დაიცავს.