პეკინი 2022 | ნორვეგიის ნაკრები შერეულ ესტაფეტაში ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონია #1TVSPORT
პეკინი 2022 | ნორვეგიის ნაკრები შერეულ ესტაფეტაში ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონია #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში პირველი რბოლა გაიმართა.

შეჯიბრება შერეულ ესტაფეტაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ნორვეგიის ძლიერი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ოქროს მედალი საფინიშო ზღვარზე გათამაშდა, სადაც ნორვეგიამ მეორე ადგილზე გასულ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს და ბრინჯაოს მედლების მფლობელ რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს მხოლოდ ერთი წამით აჯობა.

ნორვეგიის ეროვნულ გუნდში გამარჯვებულები გახდნენ: მარტა ოლსბუ როსელანდიტირილ ეკჰოფი, ტარე ბო და იოჰანეს ბო. მომდევნო შეჯიბრება ბიატლონში ზამთრის ოლიმპიადაზე შვიდ თებერვალს გაიმართება, სადაც ქალები 15კმ-ზე ინდივიდუალურ რბოლაში იასპარეზებენ.