პეკინი 2022 | ჰოკეის ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT
პეკინი 2022 | ჰოკეის ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. შეჯიბრზე დღეს მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველ მატჩში ერთმანეთს ამერიკის და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. ოლიმპიადის ჰოკეის ტურნირის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, სლოვაკეთმა ამერიკის ნაკრები ანგარიშით 3:2 (ბულიტებში) დაამარცხა და მსოფლიოს საუკეთესო ოთხ გუნდში დამსახურებულად გავიდა.

მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრებმა დანიის ეროვნულ გუნდს დამაჯერებლად, 3:1 სძლია და ნახევარფინალში ითამაშებს.

დღის მესამე დაპირისპირებაში ტურნირის მოგების ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ფინეთის ეროვნულმა გუნდმა შვეიცარია ადვილად, ანგარიშით 5:1 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

ნახევარფინალში გასასვლელ მეოთხე მატჩში კანადის ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრებთან გოლის გატანაც ვერ მოახერხა, 0:2 დამარცხდა და შვედეთი ნახევარფინალში იასპარეზებს.

18 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ფინეთი-სლოვაკეთი, შვედეთი-როკ. ნახევარფინალური მატჩების რეპორტაჟებს ტელესკოლაზე იხილავთ.