პეკინი 2022 | ანასტასია გუბანოვამ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრებს 67.56 ქულა მოუტანა - ჩვენმა გუდმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

4 თებერვალს დაიწყო და დღეს განახლდა გუნდური შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს ნაკრებიდან შეჯიბრების პირველ დღეს მოკლე პროგრამით იასპარეზეს ვაჟებში მორის ყვითელაშვილმა, რითმულ ცეკვებში რევია-კაზაკოვამ, ხოლო სპორტულ ცეკვებში საფინა-ბერულავამ. მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი გუნდი საერთო ჩათვლაში მე-6 ადგილზე იყო.

თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და ბრძოლის გასაგრძელებლად ქართველებს ხუთეულში მოხვედრა სჭირდებოდათ. ბევრი რამ დამოკიდებული იყო 6 თებერვალს ანასტასია გუბანოვაზე. ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლაში მან მაქსიმუმი გააკეთა მიზნის მისაღწევად, ლამაზად და უშეცდომოდ ისრიალა და მსაჯებისგან 67.56 ქულა მიიღო. ქალებში მეოთხე იყო და გუნდურ აქტივს 7 ქულა შემატა.

ქართველების უშუალო კონკურენტები იყვნენ კანადა და იტალია. კანადამ გვაჯობა, იტალიამ – ვერა, თუმცა საბოლოოდ საქართველოსა და ჩინეთს ქულების თანაბარი რაოდენობა მოუგროვდათ – 22-22. სწორედ ამ ორ ქვეყანას შორის უნდა გარკვეულიყო, რომელი დაიკავებდა მეხუთე პოზიციას.

ფინალში გადასასვლელად დამატებითი პარამეტრების გადათვლა გახდა საჭირო – გაიმარჯვებდა ის, რომლის ორი საუკეთესო გამოსვლის ჯამი მეორეზე უკეთესი იქნებოდა. ჩინელებმა რითმულ ცეკვებში 6 ქულა მიიღეს, სპორტულ ცეკვებში – 10, რაც ჯამში 16 ქულაა.

საქართველოდან საუკეთესო შედეგები გუბანოვასა და ყვითელაშვილს ჰქონდათ – 7-7. ჯამში 14.

შესაბამისად თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება ჩინელებმა მიიღეს.