პეკინი 2022 | ანასტასია გუბანოვა ქალთა შორის ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ჩაერთო [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის ოლიმპიადაზე სტარტი აიღო ინდივდუალურმა ასპარეზობამ ქალთა შორის ფიგურულ ციგურაობაში. მასში საქართველოს სახელით ჩაერთო ანასტასია გუბანოვა. პირველ დღეს იმართება შეჯიბრება მოკლე პროგრამით.

ანასტასიამ ყველა ელემენტი კარგად შეასრულა და მსაჯებისგან 65.40 ქულა დაიმსახურა. ამ მაჩვენებლებით იგი მეათე იყო. ფიგურულ ციგურაობაში თავისუფალი პროგრამა 17 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუბანოვამ გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს 67.56 ქულა მოუტანა და ჩათვლაში მეოთხე იყო.