„ინდიანამ“ ბითაძე გუნდიდან გაუშვა - ქართველი კალათბურთელი თავისუფალი აგენტია #1TVSPORT
„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა, – ინფორმაციას The Athletic-ის შემს შარანია ავრცელებს. შესაბამისად, გოგა ბითაძე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.
ტრეიდის დედლაინამდე NBA-ის გუნდებს შორის არაერთი მნიშვნელოვანი გაცვლა განხორციელდა. ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ კევინ დურანტი „ფინიქს სანსში“ გადავიდა, „ბრუკლინ ნეტსმა“ კი მის ნაცვლად პირველი რაუნდის ოთხი არჩევანი და სამი კალათბურთელი მიიღო, რომელთა შორის ჯეი კრაუდერიც იყო.
წყაროს ცნობით, კრაუდერი „მილუოკი ბაქსმა“ „ნეტსიდან“ მეორე წრის ხუთი არჩევანის სანაცვლოდ გადაიყვანა. „ინდიანამ“ ვისკონსინელებისგან ჯორდან ნვორა დაიმატა და დრაფტის მეორე რაუნდის ორი არჩევანის უფლება მიიღო. ბოლოს კი, ნვორას განაცხადში შეყვანის მიზნით, „პეისერსმა“ გოგა გუნდიდან გაუშვა.