„ჩელსის“ ნახევარმცველმა პედრომ ლონდონურ კლუბთან თითქმის ამოწურულ კონტრაქტსა და კარიერულ გეგმებზე ისაუბრა.
„კორონავირუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა. ახლა „ჩელსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის მოლოდინში ვარ, – ციტირებს პედროს სიტყვებს Football Italia. – ვიცი, რომ ჩემი კონტრაქტის ვადა დასასრულს უახლოვდება. ველოდები, რას შემომთავაზებს „ჩელსის“ ხელმძღვანელობა, თუმცა, სხვა კლუბებთან სასაუბროდაც მზად ვარ.
შემოთავაზება უამრავი კლუბისგან მაქვს და მათი წინადადებები უნდა შევაფასო, მაგრამ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.“
მიმდინარე სეზონში პედრომ „ჩელსის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.