რომაული კლუბის ესპანელი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ ევროპის ლიგის გამარჯვებული სწორედ მისი გუნდი იქნება.
„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ევროპის ლიგა მოვიგოთ, – მოჰყავს პედროს სიტყვები „რომას“ ოფიციალურ ვებგვერდს. – ტურნირზე არიან დიდი კლუბები, მათ შორის „ბრაგაც“. თუმცა, როდესაც გყავს ისეთი გუნდი, როგორიც „რომაა“, შეგიძლია, რომ ეს გზა ბოლომდე გაიარო. მთავარია, ვითამაშოთ გონივრულად და ვეცადოთ, რომ გოლი არ გავუშვათ“, – მიაჩნია პედროს.
„რომასა“ და „ბრაგას“ შორის ევროპის ლიგის პირველი 1/16 ფინალური მატჩი 18 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი ზუსტად ერთ კვირის შემდეგ ჩატარდება.