პედრიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა, გამოსასყიდ თანხად ერთი მილიარდი ევრო ჩაიწერა #1TVSPORT
პედრიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა, გამოსასყიდ თანხად ერთი მილიარდი ევრო ჩაიწერა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ნახევარმცველ პედრისთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ.

18 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. კონტრაქტში კატალონურმა კლუბმა ჩაწერა გამოსასყიდი თანხა ერთი მილიარდი ევროს ოდენობით.

„ბარსელონას“ შემადგენლობაში პედრიმ 56 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველის ანგარიშზეა 10 მატჩი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.