სერბი ნახევარმცველი სტრაჰინია პავიშიჩი „სამტრედიაში“ დაბრუნდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
27 წლის სერბი ნახევარმცველი სამტრედიულ გუნდში 2019, 2020 და 2021 წლების სეზონებში ირიცხებოდა. 2022 წელს „თელავში“ გამოდიოდა. 2023 წლიდან კი სლოვაკეთის მეორე ლიგის „ტატრან ლიპტოვსკი მიკულასში“ ჩაირიცხა.
შეგახსენებთ, რომ „სამტრედიამ“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება განახლებული შემადგენლობით დაიწყო – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს გიორგი კორიფაძემ, ბაქარ მირცხულავამ, შალვა ექვთიმიშვილმა, ირაკლი კამლაძემ, ირაკლი ზარიძემ და ბაქარ ლაღაძემ, კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ხელშეკრულება აღარ გააგრძელა კამერუნელმა ლეგიონერმა, სირილ ჩამბამ.