საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი პაულო კოსტა (13-0 UFC 5-0) დივიზიონში დიდ ხანს გაჩერებას არ გეგმავს.
ბრაზილიელმა მებრძოლმა MMA Junkie-სთან მიცემულ ინტერვიუში მომავალ გეგმებზე ისაუბრა. კოსტას ისრაელ ადესანიასთან ბრძოლის შემდეგ საშუალო წონით დივიზიონში დიდ ხანს გაჩერება არ სურს.
„მე მჯერა, რომ ორი ქამრის მოპოვება შემიძლია. მას შემდეგ რაც ისრაელ ადესანიას ჩემს ტიტულს ჩამოვართმევ, ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ძალების გამოცდა და ჯონ ჯონსთან დაპირისპირება მსურს. ჩემი გეგმა არის, რომ წონითი კატეგორია რაც შეიძლება მალე შევიცვალო“, – განაცხადა კოსტამ
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე დაუმარცხებელმა ბრაზილიელმა იოელ რომეროსთან გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. მომდევნო დაპირისპირება მას დიდი ალბათობით ჩემპიონ ისრაელ ადესანიასთან ელის.