„იუვენტუსის“ არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა 62 დღის შემდეგ, მოედანზე სავარჯიშოდ პირველად გავიდა, – იუწყება Sky Sport Italia.
დიბალას ექიმები ორი საათის განმავლობაში ამოწმებდნენ, სანამ მინდორზე გასვლისა და ვარჯიშის უფლებას მისცემდნენ.
ფეხბურთელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა და გუნდურ მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის სპორტსმენს კორონავირუსი ოთხჯერ დაუდასტურდა და დიბალამ ამ მხრივ ფეხბურთელებს შორის ერთგვარი „რეკორდი“ მოხსნა.