პაულო დიბალა - კორონავირუსის შემდეგ 100 პროცენტით არ გამოვჯანმრთელებულვარ
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ ილაპარაკა იმის შესახებ, რას გრძნობს კორონავირუსის გადატანის შემდეგ.
„მე მქონდა კორონავირუსი, მაგრამ ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. ასი პროცენტით არ ვარ გამოჯანმრთელებული, თუმცა უკვე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვიმყოფები. ახლა ჩვენ ვარჯიშებს ვუბრუნდებით, სეზონი განახლდება, ამიტომაც, მალე ჩვენ შევძლებთ ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს“, – განაცხადა დიბალამ „ფუტბოლ იტალიასთან“ კომენტარში.
ამ სეზონში 26 წლის ფორვარდმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაიტანა.