ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი პაულინიო ჩინეთის „გუანგჯოუ ევერგრანდში“ დაბრუნდა, – ამის შესახებ ჩინურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.
29 წლის ფეხბურთელი „გუანგჯოუში“ ერთ სეზონს გაატარებს იჯარის წესით.
პაულინიო „გუანგჯოუდან“ „ბარსელონაში“ ერთი წლის წინ გადავიდა 40 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში ბრაზილიელმა 49 მატჩი ჩაატარა კატალონიურ კლუბში, ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.
პაულინიოს უკან დაბრუნებას უკვე მიესალმა „გუანგჯოუს“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავარო. ბრაზილიელი ამ ჩინურ კლუბში 2015-17 წლებში გამოდიოდა.