პაუ გასოლს ერთი თვე გაუცდება
პაუ გასოლს ერთი თვე გაუცდება

„მილუოკი ბაქსის“ სარეზერვო ცენტრი პაუ გასოლი ისევ გამოვიდა მწყობრიდან – ესპანელი მარცხენა ფეხის ტრავმის გამო, ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს, – ამის შესახებ წერს „ი ეს პი ენი“ (ESPN).

38 წლის კალათბურთელმა უკვე გამოტოვა რეგულარული ჩემპიონატის სამი მატჩი ამ დაზიანების გამო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, გასოლი „სან ანტონიოდან“ გადავიდა „მილუოკიში“.

„ბაქსის“ რიგებში ესპანელმა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 1.3 ქულა და 3.3 მოხსნა დააგროვა. მანამდე ვეტერანმა რეგულარულის 26 მატჩი გამოტოვა ფეხის სტრესული მოტეხილობის გამო.