პაუ გასოლი „პორტლენდმა“ გაიფორმა
პაუ გასოლი „პორტლენდმა“ გაიფორმა

ესპანელი ვეტერანი ცენტრი პაუ გასოლი „პორტლენდში“ გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ დაწერა „იესპიენის“ (ESPN) ინსაიდერმა ედრიან ვოინაროვსკიმ. ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდება.

„თრეილ ბლეიზერსი“ მეექვსე გუნდი იქნება 39 წლის ესპანელის კარიერაში. ადრე ის თამაშობდა „მემფისში“, „ლეიკერსში“, „ჩიკაგოში“, „სან ანტონიოსა“ და „მილუოკიში“. მომავალი სეზონი რიგით მე-19 იქნება გასოლისთვის.

გასოლი კარიერაში ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი და ექვსჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“. 2018-2019 წლების სეზონზე მან 27 მატჩი ჩაატარა „სან ანტონიოს“ რიგებში და საშუალოდ 4.2 ქულა და 4.7 მოხსნა დააგროვა. სეზონის მეორე ნახევარში მან „მილუოკიში“ ითამაშა და მოკრძალებული საშუალო სტატისტიკა ჰქონდა – 1.3 ქულა და 3.3 მოხსნა.