პატრის ევრა - დიდიე დეშამს წერენ: „წაიყვანე შენი მაიმუნები აფრიკაში!“
პატრის ევრა - დიდიე დეშამს წერენ: „წაიყვანე შენი მაიმუნები აფრიკაში!“

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ გააკრიტიკა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ფრანგულ ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს.

„ყველამ კარგად იცის, რა ხდება საფრანგეთის ნაკრებში. რამდენი რასისტული წერილი მოდის მისი მისამართით! „დიდიე, წაიყვანე შენი მაიმუნები და წადი აფრიკაში! წაეთრიე შენს მაიმუნებთან და გორილებთან!“

ბევრია თუ არა ასეთი წერილი? ამ წერილებს მალავენ, მაგრამ მე ვნახე რამდენიმე. ფეკალიებით სავსე ყუთებიც კი მოდის“, – განაცხადა ფეხბურთელმა RMC-სთან კომენტარში.

ევრა საფრანგეთის ნაკრებში 2004-16 წლებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში 81 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პროფესიული კარიერა მან 2018 წელს დაასრულა.