პატრიკ კლუივერტს „ბარსელონაში“ ეძახიან
პატრიკ კლუივერტს „ბარსელონაში“ ეძახიან

„ბარსელონასა“ და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პატრიკ კლუივერტმა, შესაძლოა, კატალონურ გრანდში თანამდებობა მიიღოს, – წერს გამოცემა „დიარიო სპორტი“ (Diario Sport).

ამ მომენტისთვის, „ბარსელონაში“ მიმდინარეობს ახალგაზრდული აკადემიის რეკონსტრუქცია და კლუივერტი განიხილება „მასიას“ დირექტორის პოსტზე ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად. აღნიშნული რეკორსტრუქციის რანგში, ამ დღეების კლუბის ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად დაინიშნა.

გასულ კვირას, 43 წლის კლუივერტი კამერუნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვეს. ის თავისი თანამემამულის კლარენს ზეედორფის ასისტენტად მუშაობდა.

პატრია კლუივერტს „ბარსელონაში“ 259 მატჩი ჩაუტარებია. მის ანგარიშზეა 123 გოლი და 61 შედეგიანი პასი. ჰოლანდიელი „ბარსელონას“ ისტორიაში მეხუთე ბომბარდირია სამუელ ეტო’ოს (130), რივალდოს (133), ლუის სუარესისა (177) და ლიონელ მესის (603) შემდეგ.