ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-13 ტურში “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე “როდა” გაანადგურა. ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა ჰოლანდიის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდის პატრიკ კლუივერტის ვაჟმა – 18 წლის ჯასტინ კლუივერტმა. ეს მისი პირველი ჰეთ-თრიკი იყო დიდ ფეხბურთში.
უნდა აღინიშნოს, რომ უფროს კლუივერტს არასოდეს გაუტანია ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი. ის 21 წლის ასაკში “აიაქსიდან” “მილანში” წავიდა. გარდა ამისა, 2006-2007 წლების სეზონი “ეინდჰოვენში” ითამაშა.