პატრიკ ბევერლი „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ რჩება
პატრიკ ბევერლი „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ რჩება

ლოს-ანჯელესის ორი გუნდი – „კლიპერსი“ და „ლეიკერსი“ კავაი ლეონარდის გუნდში გადაბირებას აქტიურად ცდილობს.

როგორც ცნობილი გახდა, თავისუფალი აგენტობის პირველ დღეს ლეონარდმა გუნდებთან შეხვედრაზე უარი თქვა, მანამდე კი „კლიპერსმა“ ერთ შეთანხმებას უკვე მიაღწია. გუნდის გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი „კლიპერსში“ კიდევ 3 წელი დარჩება და $40 მილიონ დოლარს მიიღებს.

ბევერლისთვის ეს საკმაოდ წარმატებულ შეთანხმებად შეიძლება ჩაითვალოს.