პატივისცემა კონკურენტს - „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამოს“ საჩემპიონო დერეფანი მოუწყო #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატის 35-ე ტურში „დინამო თბილისი“ ბათუმის „დინამოს“ მასპინძლობს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა წინა ტურში გაინაღდა.
მატჩის დაწყებამდე თბილისური კლუბის ფეხბურთელებმა პატივისცემა გამოავლინეს და მეტოქეს, რომელსაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კონკურენციას უწევდნენ, საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს.
ბათუმის „დინამო“ეროვნული ლიგის გამარჯვებული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გახდა – ანდრეი დემჩენკოს გუნდმა 34-ე ტურში „თელავი“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ბათუმელებმა პირველად ჩემპიონობა 2021 წელს იზეიმეს.
მომავალ ზაფხულს ბათუმელები საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ. ბათუმის „დინამო“ მეოთხე გუნდია, რომელიც საჩემპიონო ფარს მეორედ დაეუფლა.