პატივი ეცი მესის - „ბარსელონას“ ფანებმა გრიზმანის ავტომობილს შეუტიეს (ვიდეო)
„ბარსელონას“ რამდენიმე გულშემატკივარი თავს დაესხა ფორვარდ ანტუან გრიზმანს მოთხოვნით – პატივი სცეს გუნდის კაპიტანს ლიონელ მესის.
29 წლის გრიზმანი მანქანით კლუბის ბაზიდან გამოდიოდა, როცა რამდენიმე გულშემატკივარმა მისთვის გზის გადაკეტვა სცადა. ისინი მანქანას შემოეხვივნენ და ყვიროდნენ: „პატივი ეცი, მესის!“
ფრანგმა ფეხბურთელმა ფანჯარა არ გააღო და წინსვლა მოახერხა.
შესაძლოა, ეს აქცია უკავშირდება გრიზმანის ყოფილი აგენტის ამასწინდელ სიტყვებს. მან განაცხადა, რომ მესიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანტუანს საშინელი ადაპტაცია ჰქონოდა.
გრიზმანი „ბარსელონაში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა 120 მილიონ ევროდ.