"პატარა ბარბაროსები" თბილისს საფრანგეთის "პროდ 2"-ის მოთამაშეებით ესტუმრება
31 მაისს ფრანგი ბრანგი ბარბაროსები “ბორჯღალოსნებს” “ბეიბი ბარბარიანსის” (პატარა ბარბაროსები) სახელით დაუპირისპირდებიან. გუნდს კლუბ “სტად მონტუას” თავკაცები – ქრისტოფ ლასუქი და დევიდ ორადრო წვრთნიან. ფრანგი ბარბაროსების შემადგენლობა საფრანგეთის “პროდ 2”-ში (მეორე პროფესიონალური ლიგა) მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტება. შეგახსენებთ, რომ “ფრანგი ბარბაროსები” საფრანგეთის ე.წ. “ა” ნაკრებს წარმოადგენს.
გუნდში არიან მორაგბეები, რომლებმაც უკვე მიიქციეს “ტოპ 14”-ის აგენტების ყურადღება. ჟულიენ ბლანი (“პო”), კილან ჰამდაო (“სტად ფრანსე”), ალბან პლაკინე (“ტულუზა”) და ოლივიერ კლემენზაკი (“რასინგ 92”) უახლოეს მომავალში უმაღლესი დივიზიონის წამყვან კლუბებს შეუერთდებიან. “ბარბაროსების” შემადგენლობაში არის დორიან ლაბორდი და შვიდკაცა ნაკრების წევრი მარტინ ლავო.
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჟაკ ბრუნე აღნიშნულ მატჩს გამოეხმაურა –
“მე ვემხრობი ამ ინიციატივას. “ბეიბი ბარბარიანსი” ნიჭიერი მოთამაშებიითა დაკომპლექტებული, რომლებსაც შანსი აქვთ საკუთარი უნარები დაამტკიცონ. მათ საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრის პოტენციალი აქვთ.”
“ბარბაროსების” შემადგენლობა ასე გამოიყურება: ჟულიენ ბლანი (“ბეზიე”), ჯერომ ბოსვიელი (“მონტობანი”), ალან ბრაზო (“პერპენიანი”), რაფაელ კარბო (“პერპენიანი”), კრისოფ დავიდი (“სტად მონტუა”), ვოლტერ დესმაისონი (“სტად მონტუა”), ბლეს დუმა (“ვანი”), ენზო ფორლეტა (“პერპენიანი”), ნიკოლას გარო (“სტად მონტუა”), მაქსიმ გრანულე (“ორიაკი”), კილან ჰამდო (“ბიარიცი”), ოლივიერ კლემენზაკი (“დაქსი”), დორიან ლაბორდი (“სტად მონტუა”), იოან ლოზ აზპიაზუ (“სტად მონტუა”), მარტინ ლავო (“ბაიონი”), მაქსიმ ლუკუ (“ბიარიცი”), მახიმ მატი (“მონტობანი”), პეიო მუსკადიცი (“ბაიონი”), ჰანს ნკინსი (“გრენობლი”), ალბან პლაკინესი (“ბიარიცი”), ჟან-ბაპტისტ სინგერი (“ბიარიცი”), მალინო ვანაი (“მონტობანი”).