არგენტინელმა ხავიერ პასტორემ “პარი სენ-ჟერმენის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ფეხბურთელმა უკვე იპოვნა ახალი კლუბი. პასტორემ ყველა პირობა შეათანხმა “ვესტ ჰემთან”. გაირკვა, რომ არგენტინელის ხელფასი სეზონში 8,5 მილიონი ევრო იქნება.
“პარი სენ-ჟერმენი” პასტორეს სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონ ევროს ითხოვს. მისი შეძენა პირადად ითხოვა “ვესტ ჰემის” ჩილელმა დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ.