„რომას“ ნახევარმცველი ხავიერ პასტორე ახლოს არის კარიერს ოკეანის გაღმა გაგრძელებასთან. არგენტინელს „მეიჯორ სოკერ ლიგის“ ორი კლუბი – „მაიამი“ და „სიეტლი“ ეპატიჟებიან.
პასტორეს კონტრაქტი „რომასთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ „რომა“ არ შეუშლის ხელს ნახევარმცველის ტრანსფერს, რადგან სახელფასო ბიუჯეტის შემსუბუქება სურს.
ამ სეზონში პასტორეს იტალიის ჩემპიონატში ცხრა მატჩი დაუგროვდა.