პასკუალე მაძოკი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
პასკუალე მაძოკი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, „სალერნიტანას“ ყოფილი მარჯვენა მცველი პასკუალე მაძოკი კარიერას იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.

მედიის ცნობით, „ნაპოლის“ გარიგება ოთხი მილიონი ევრო დაუჯდა. პასკუალე მაძოკი მიმდინარე სეზონში „სალერნიტანას“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 28 წლის იტალიელმა მცველმა სერია A-ს 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კარიერის მანძილზე მაძოკი „რიმინის“, „პარმას“, „პერუჯასა“ და „ვენეციის“ ღირსებასაც იცავდა. გასულ სეზონში იტალიელმა ფეხბურთელმა „სალერნიტანას“ რიგებში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში „ნაპოლი“ ასევე იმუშავებს რადუ დრაგუშინისა („ჯენოას“ ცენტრალური მცველი) და ლაზარ სამარჯიჩის („უდინეზეს“ ნახევარმცველი) ტრანსფერებზე.