პასკალ სიაკამს „ტორონტოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
პასკალ სიაკამს „ტორონტოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქედმა ჩემპიონმა „ტორონტო რეპტორსმა“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე კავაი ლეონარდი დაკარგა. ფინალური სერიის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადავიდა.

კავაისგან განსხვავებით, კანადურ გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა პასკალ სიაკამმა. გამოცემა „ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ „ტორონტოს“ ხელმძღვანელობა აფრიკელ ცენტრს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, მას ახალ ოთხწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ და ამ პერიოდის მანძილზე $130 მილიონ დოლარს გადაუხდიან.

ასევე არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვით პასკალი „რეპტორსში“ კიდევ ხუთი წლით დარჩება და $170 მილიონ დოლარს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე პასკალ სიაკამი მატჩში საშუალოდ 19.1 ქულას, 7.8 მოხსნას და 3.5 პასს აგროვებდა.