პასკალ სიაკამი „ტორონტოში“ კიდევ ოთხი წელი ითამაშებს
პასკალ სიაკამი „ტორონტოში“ კიდევ ოთხი წელი ითამაშებს

„ესპნ“ (ESPN), კერძოდ კი მისი ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ტორონტო რეპტორსი“ შეუთანხმდა პასკალ სიაკამს და კამერუნელი ცენტრი კანადურ გუნდში კიდევ ოთხი წელი ითამაშებს.

ამ დროის განმავლობაში სიაკამი $129 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა „ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანიაც ადასტურებს. პასკალ სიაკამი 2017 წლის დრაფტზე 27 ნორმად აირჩიეს. გასულ სეზონზე ის მატჩში საშუალოდ 16.9 ქულას, 6.9 მოხსნას და 3.1 გადაცემას აგროვებდა.