პარუნაშვილმა „ესბიერგი“ დატოვა - ვარიანტები ახლაც არის, მაგრამ სასურველს ველოდები #1TVSPORT
ლაშა პარუნაშვილმა „ესბიერგი“ დატოვა და თავისუფალი აგენტია – ეს ფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტიდან გახდა ცნობილი.
„დროა, „ესბიერგში“ გატარებული 5,5 წლის შემდეგ დავემშვიდობოთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთანაც ამ ხნის განმავლობაში ვიმუშავე. უპირველეს ყოვლისა, ტედ ვან ლეუვენს, რომელმაც „ესბიერგთან“ კონტრაქტის გაფორმების შანსი მომცა. ასევე მადლობა ყველა მწვრთნელს, მოთამაშეს, პერსონალს და რა თქმა უნდა, ჩვენს ყველაზე თავდადებულ გულშემატკივარს, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ კარგ და ცუდ პერიოდებში. აქ ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ამაყი ვარ, რომ „ესბიერგს“ ჩემს სახლს ვუწოდებ. ვამაყობ, რომ უცხოელ ფეხბურთელებს შორის 153 თამაში ჩავატარე ისეთი დიდი კლუბის ისტორიაში, როგორიც „ესბიერგია“. წარმატებები გუნდს მომავალში – იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით“ – წერია ლაშა პარუნაშვილსი მიმართვაში.
29 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სასურველ ვარიანტს ელოდება.
„ველოდები შემოთავაზებას, „ესბიერგში“ შეთავაზებული 6 წლის შემდეგ წამოსვლა ვამჯობინე. გუნდი პირველ დივიზიონში გავარდა და ახალ კლუბში თამაში მსურს. ვარიანტები ახლაც არის, მაგრამ სასურველ ვარიანტს ველოდები. პირველივე შემოთავაზებას ხომ არ დათანხმდები. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდე ღიაა და დაველოდები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა პარუნაშვილმა.