პარმას პირველი გამარჯვება სერია ა-ში დაბრუნების შემდეგ 
პარმას პირველი გამარჯვება სერია ა-ში დაბრუნების შემდეგ 

სერია ა-ში დაბრუნებულმა „პარმამ“, რომელსაც სამი ტურის შემდეგ მოგება არ ჰქონია, პირველი გამარჯვება მოიპოვა. რობერტო დავერსას გუნდმა სამი ქულა მილანში-  „ინტერის“ წინააღმდეგ მოიპოვა. ერთადერთი გოლი „პარმას“ 20 წლის მცველმა – ფედერიკო დიმარკომ, შორეული დარტყმით გაიტანა. ჰანდანოვიჩმა ბურთზე რეაგირების მოხდენა ვერ შეძლო და სტუმრები ულამაზესი გოლით დაწინაურდნენ. იმის მიუხედავად, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი სათამაშო უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, თამაშის გადრჩენა ვერ შეძლო და ჩემპიონატში არასტაბილურ გამოსვლას აგრძელებს. ორივე გუნდს ოთხი ტურის შემდეგ ოთხ-ოთხი ქულა აქვს. დღეს იტალიაში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. ნეაპოლში, კარლო ანჩელოტის „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, გენუას „სამპდორია“ კი „ფროზინონეს“ გასვლაზე დაუპირისპირდება.