პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა
პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

დღევანდელი, 2 აგვისტოს პლენარული სხდომით დასრულდა 28 ივნისიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია.

სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.

„დღეს არის ილიაობა და მე მინდა ყველამ მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს ეს დღეობა. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები ამოიწურა და სესიამ, დღევანდელი პლენარული სხდომით მუშაობა დაასრულა.

დარბაზში შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.