პარკაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - გელაშვილს არ უთამაშია #1TVSPORT
ლუკა პარკაძემ „ადმირა ვაკერში“ ოფიციალურ შეხვედრაში სადებიუტო თამაში ჩაატარა. ეს ავსტრიის ჩემპიონატის მეორე ლიგის შეხვედრაში მოხდა, სადაც ქართველი შემტევის გუნდი „ფლორიდსდორფერს“ ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ადმირა“ პირველ ტაიმში დაწინაურდა, საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდა. ლუკა პარკაძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი, რომლის ტრანსფერიც მიუნხენის „ბაიერნს“ ეკუთვნის, ავსტრიულ კლუბში იჯარით აგვისტოში გადავიდა და მას შემდეგ, იურიდიული პრობლემების გამო, გუნდის განაცხადში ვერ ხვდებოდა.
ივა გელაშვილის „სპეცია“ იტალიის სერია B-ს მეხუთე ტურში, სტუმრად ,„ვენეციასთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის წინ იყო ვარაუდი, რომ ახალგაზრდა ქართველი მცველი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა, მაგრამ „სპეციას“ მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ, იგი სათადარიგოთა შორის დატოვა.