პარიზში მომხდარ ხანძარს ფეხბურთელები ეხმაურებან
პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა ნეიმარმა და კილიან მბაპემ, ასევე ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებმა, სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატეს თავიანთი გულისტკივილი საფრანგეთის დედქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგედაც 850-წლიანი ისტორიის მქონე ღვთისმშობლის ტაძრის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა.
გამოქვეყნდა პარიზული გუნდის ოფიციალური განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის ფინანსურადაც, რომ მსოფლიო არქიტექტურის ამ შედევრის რესტავრირება მოხდეს.
Devastated to see what happened at Notre Dame yesterday, I hope that such a masterpiece of architecture and art can soon be rebuild so we can again amaze at the majesty of the Cathedral pic.twitter.com/RQdozDopLX
— Basti Schweinsteiger (@BSchweinsteiger) 16 April 2019