პარიზის პოლიციის პრეფექტი - 2024 წლის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული იქნება #1TVSPORT
პარიზის პოლიციის პრეფექტმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ შეიძლება წარმოიშვას გარკვეული პრობლემები 2024 წლის ოლიმპიადის მსვლელობისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.
„წინ გველოდება სრულიად განსხვავებული გახსნის ცერემონია. იქნება ბევრი ობიექტი, რომელიც დაცვას საჭიროებს. ტურნირები ქალაქის რაიონებში გაიმართება. ამ მხრივ დაკავებული იქნება ათობით მოედანი – დიდ სასახლესთან, ეიფელის კოშკთან, თანხმობის მოედანზე, „პარკ დე პრენსის“ მოედანზე…
უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხი იქნება თამაშებზე. მისი უზრუნველყოფა რთული იქნება, რადგან უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე. უსაფრთხოების დაცვის მხრივ ჩვენი გეგმები უკვე მზად არის. სექტემბერში შევუდგებით მათ რეალიზაციას“, – განაცხადა ნუნიესმა ტელეკომპანია RTL-ის ეთერში.
ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება.