პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის კომერციული ოპერაციების დირექტორმა, დამიენ რაჯომ გამოაცხადა, რომ 2024 წლის ზაფხულის თამაშები ყველაზე დასწრებადია ოლიმპიადების ჩატარების ისტორიაში. ამ მომენტისთვის გაყიდულია 9.5 მილიონ ბილეთზე მეტი.
„ეს ოლიმპიური თამაშების რეკორდია დასწრების მხრივ, რადგან წინა რეკორდი გაყიდული ბილეთების რაოდენობით ატლანტას ეკუთვნოდა და 8.3 მილიონს უდრიდა.
ახლა ჩვენ ასევე ვიმყოფებით ბილეთების გაყიდვის პიკზე პარალიმპიურ თამაშებზე. დღეში იყიდება 20 ათასი ბილეთი და ეს მაჩვენებელი იზრდება“, – მოჰყავს RMC Sport-ს რაჯოს სიტყვები.