პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბილეთების რეალიზაციის ახალი რეკორდი დამყარდა #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა რეკორდი დაამყარა გაყიდული ბილეთების რაოდენობით. ამის შესახებ განაცხადა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, ტონი ესტანგემ.
„რეკორდი ეკუთვნოდა ატლანტას ოლიმპიადას – 8.3 მილიონი ბილეთი. ახლა ეს შედეგი გაუმჯობესდა. ჩვენ გავყიდეთ 8.6 მილიონი ბილეთი ოლიმპიადაზე და მილიონზე მეტი – პარალიმპიადაზე.
ვამაყობთ, რომ უკვე გავაუმჯობესეთ რეკორდი, მაგრამ ჯერ კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია“, – მოჰყავს ესტანგეს სიტყვები სააგენტი AFP-ს.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება, პარალიმპიადა – 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე.