პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მეოთხედფინალური შეხვედრები ჩატარდა და გამოვლინდა ოთხეული, რომელიც მედლებისთვის განაგრძობს ბრძოლას.
მეოთხედფინალების მთავარი მატჩი არგენიტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გაიმართა, რომელშიც ფრანგები მატეტას მიერ გატანილი ბურთით სწრაფად დაწინაურდნენ, მატჩის ბოლომდე მოახერხეს მინიმალური უპირატესობის შენარჩუენბა და, საბოლოოდ, ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.
მაროკოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატები და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის გუნდი იქნება, რომელმაც 3:0 მოუგო იაპონიის ნაკრებს.
ეგვიპტისა და პარაგვაის ნაკრებების შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება ეგვიპტლებს დარჩათ – ისინი ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდებიან.
ნახევარფინალები. 5 აგვისტო
20:00 | მაროკო – ესპანეთი
23:00 | საფრანგეთი – ეგვიპტე