პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ტერაქტებით ემუქრებიან #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, რომლის ჩატარება მდინარე სენაზე აღლუმის რეჟიმში იგეგმებოდა, ჩაშლის პირას აღმოჩნდა. საფრანგეთის დაზვერვა პარიზში ტერორისტული აქტების საშიშროებაზე ლაპარაკობს და „გეგმა B“-ზე გადასვლის რეკომენდაციას იძლევა, – იტყობინება ტელეარხი Europe 1.
საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ განყოფილებაში შესაძლო რისკებს შორის დაასახელეს მარტოხელა ტერორისტების შეტევები იარაღის გამოყენებით ან ავტომობილებით ხალხის მასაში შევარდნით, აგრეთვე ე.წ. „მძინარე“ ექსტრემისტთა ჯგუფების აქტივირება, რომლებიც ავღანეთის ზონიდან იმართებიან.
„გასული კვირის განმავლობაში შეიმჩნეოდა არეულობა ცენტრალური აზიის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც, ჩვეულებრივ, აქტიურად ვაკვირდებით“, – იტყობინება წყარო სპეცსამსახურებიდან. ამასთან დაკავშირებით, დაზვერვამ გადაწყვიტა, „მიმართოს თავისი სენსორები“ თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებზე.