პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს 10 მედალსა და 4 ოქროს უწინასწარმეტყველებენ #1TVSPORT
კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურიმ Gracenote-მა წარმოადგინეს რიგით პირველი პროგნოზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლაზე.
პროგნოზებიდან ამოიღეს რუსეთი და ბელარუსი, რადგან ეს ქვეყნები სპორტსმენების მინიმალური რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი მომავალ თამაშებზე.
პროგნოზი 2021 წლის ზაფხულის თამაშების დამთავრების მომენტიდან დღემდე გამართული მსოფლიოსა და კონტინენტალური ჩემპიონატების შედეგებზე დაყრდნობით არის შედგენილი. ეს სია პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ყოველ თვე განახლდება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველო ჩამონათვალში 25-ე ადგილს იკავებს. ჩვენს ოლიმპიურ გუნდს 10 მედლის მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ: 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
პროგნოზის TOP10 ასე გამოიყურება:
|
ოქრო |
ვერცხლი |
ბრინჯაო |
სულ |
1. აშშ |
37 |
45 |
44 |
126 |
2. ჩინეთი |
35 |
25 |
18 |
78 |
3. ბრიტანეთი |
17 |
24 |
25 |
66 |
4. იაპონია |
15 |
13 |
30 |
58 |
5. საფრანგეთი |
27 |
15 |
9 |
51 |
6. ავსტრალია |
15 |
17 |
18 |
50 |
7. იტალია |
13 |
14 |
22 |
49 |
8. გერმანია |
10 |
13 |
15 |
38 |
9 .ნიდერლანდები |
16 |
9 |
12 |
37 |
10. კანადა |
7 |
7 |
9 |
23 |