პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი პირველმა ლაშა ბექაურმა ააჟღერა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მისი დამსხურებით, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნიც პირველად აჟღერდა.
უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში იაპონელი სანშირო მურაო ორი ვაზარით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას დღემდე ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) დაეუფლა.
ხვალ, პირველ აგვისტოს საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული შეეცდებიან.