პარიზის ოლიმპიადაზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა - ოქროს მედალი შაშხანიდან სროლაში ჩინელებმა მოიპოვეს #1TVSPORT
პარიზის 33-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. 10 მეტრიდან შაშხანიდან სროლაში ოქროს მედალი ჩინურმა შერეულმა წყვილმა, ჰუანგ იუტინმა და შენგ ლიაომ მოიგო.
შატორუს სასრულო ცენტრში გამართულ შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა, კეუმ ჯიეონმა და პარკ ჰაჯუნმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ყაზახურ დუეტს, ალექსანდრა ლის და ისლამ სატპაიევს დარჩა.
ფინალში ჩინურმა წყვილმა სამხრეთკორეელები 16:12 დაამარცხა.