პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ნინო სალუქვაძე, ლუბა გოლოვინა და ლიკა ხარჩილავა იასპარეზებენ #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 2 აგვისტოს, ძიუდოისტების გარდა, კიდევ სამი ქართველი ოლიმპიელი იასპარეზებს.
ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენი ქალთა შორის (10 ოლიმპიადა) ნინო სალუქვაძე გამოვა პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში. ქართველი ფინალში გასვლის შემთხვევაში 3 აგვისტოს იასპარეზებს. ფინალში კი რვა საუკეთესო გადავა, კვალიფიკაცია 11:00 საათზე დაიწყება.
34 წლის ლუბა გოლოვინასთვის პარიზის ოლიმპიადა მეოთხეა. ბატუტზე ხტომაში გამოცდილი ქართველი კვალიფიკაციაში გამოსვლას 14:00 საათიდან დაიწყებს.16 მონაწილეთა შორის ფინალში რვა გადავა. ფინალი 15:50-დან გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ ლუბაც მედლისთვის იბრძოლებს.
მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა საკვალიფიკაციო გარბენაში მიიღებს მონაწილეობას, იგი 100 მეტრიან დისტანციას 13:30 საათზე გაირბენს. ხარჩილავა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე „უაილდ ქარდით“ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ოთხი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე, ბრინჯაოს მედალი აქვს განაღდებული მოკრივე ლაშა გურულს.