პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებში კავაი ლეონარდს დერეკ უაითი შეცვლის #1TVSPORT
„კლიპერსის“ კალათბურთელი კავაი ლეონარდი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში არ ითამაშებს.
გადაწყვეტილება გუნდის მესვეურებმა და NBA-ის ორგზის ჩემპიონმა ერთად მიიღეს. მოთამაშემ ახალი სეზონის წინ დასვენება და ტრავმების მოშუშება არჩია.
უკვე ცნობილია, რომ ლეონარდს აშშ-ს საკალათბურთო გუნდის რიგებში „ბოსტონ სელტიქსის“ მოთამაშე, NBA-ს გასული სეზონის გამარჯვებული დერეკ უაითი შეცვლის. „ბოსტონიდან“ აშშ-ს ნაკრებში ასევე გამოძახებულები არიან ჯეისონ ტეიტუმი და ჯრუ ჰოლიდეი.
აშშ-ს მამაკაც კალათბურთელთა გუნდი პარიზში C ჯგუფში სერბეთთან, სამხრეთ სუდანთან და პუერტო რიკოსთან ერთად ითამაშებს.