პარიზის მერი 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაშვების წინააღმდეგია #1TVSPORT
პარიზის მერი 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაშვების წინააღმდეგია #1TVSPORT

პარიზის მერმა ან იდალგომ აზრი გამოთქვა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაშვების შესახებ.

იდალგოს თქმით, შეუძლებელია თავის მოტყუება, თითქოს არაფერი ხდება იმ დროს, როცა უკრაინაში ომი გრძელდება.

„სანამ ეს ომი გრძელდება, სანამ გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, შეუძლებელია აღლუმის ჩატარება. შეუძლებელია პარიზში მივიღოთ დელეგაცია, როცა ბომბები ისევ ცვივა უკრაინაში.

სინამდვილეში, ნეიტრალური დროშა არ არსებობს. ხანდახან არიან სპორტსმენები-დისიდენტები, ისინი ასპარეზობენ ლტოლვოლთა დროშით. ნეიტრალურ დროშას იყენებდნენ დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების დროს. მე არ ვარ ამგვარი ვარიანტის მომხრე.

მე ეს სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავუწევთ პოპულარიზაციას ქვეყანას, რომელიც სხვა ქვეყანას ესხმის თავს და ისე უჭირავს თავი, თითქოს ის საერთოდ არ არსებობს. ამიტომაც წინააღმდეგი ვარ, რომ პარიზში ოლიმპიადაზე ჩამოვიდეს რუსეთის დელეგაცია, მით უმეტეს, სანამ ომი გრძელდება.

მე არ დავეთანხმები ნეიტრალური სტატუსით რუსების დაშვებას. მინდა, წინასწარ განვიხილო ეს, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა იდალგომ.