საფრანგეთის დედაქალაქში დასრულებული პარიზის „მასტერსი“ რუსმა ჩოგბურთელმა დანილ მედვედევმა მოიგო. ფინალში მან გერმანელი ალექსანდრ ზვერევი სამ სეტში (5:7 6:4 6:1) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ზვერევმა ნახევარფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი და ამჟამად მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ორ სეტში (6:4 7:5) გამოთიშა ასპარეზობას.
ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის მფლობელი ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბს პარიზის „მასტერსის“ წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღია.