საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი პარიზში, ოლიმპიურ სოფელში ქართველ სპორტსმენთა დელეგაციას შეხვდა და წარმატება უსურვა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ღონისძიება დღეს გაიმართება, ქართველი სპორტსმენები კი ასპარეზობაში 27 ივლისიდან ჩაერთვებიან.
2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები სპორტის ათ სახეობაში ჰყავს. პარიზში ჩვენი ქვეყნის ღირსებას 28 სპორტსმენი დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა ნაკრები იბრძოლებს.