პარიზი 2024 | შვიდკაცა რაგბი - საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ფიჯი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის შევიდკაცა რაგბის ტურნირი საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა – მასპინძლებმა ფინალში ფიჯი 28:7 დაამარცხეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
შვიდკაცა რაგბის ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიას 26:19 მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ტურნირზე ადგილები ასე განაწილდა:
1. საფრანგეთი
2. ფიჯი
3. სამხრეთ აფრიკა
4. ავსტრალია
5. ახალი ზელანდია
6. ირლანდია
7. არგენტინა
8. აშშ
9. კენია
10. სამოა
11. ურუგვაი
12. იაპონია