პარიზი 2024 | საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - ჩვენმა დელეგაციამ ოლიმპიადაზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.
პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)
ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)
თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)
კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ.
პარიზის ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი კი შეერთებულმა შტატებმა აჩვენა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქრო, 44 ვერცხლი და 42 ბრინჯაოა.