პარიზი 2024 | საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მერვედფინალში იტალიას შეხვდება #1TVSPORT
პარიზი 2024 | საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მერვედფინალში იტალიას შეხვდება #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების მერვედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე იტალია იქნება.

იტალია ტურნირზე განუთესავი იყო და ასპარეზობა 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყო, სადაც უნგრეთი 4:1 დაამარცხა.

საქართველოს შერეული გუნდი იტალიასთან წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში უზბეკეთსა და კანადას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.