პარიზი 2024 | ქალთა ფეხბურთში მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია #1TVSPORT
პარიზი 2024 | ქალთა ფეხბურთში მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთის ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა და პლეი ოფის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა.

მეოთხედფინალური ეტაპის საგზურები საფრანგეთმა, კანადამ, აშშ-მა, გერმანიამ, ესპანეთმა, იაპონიამ, კოლუმბიამ და ბრაზილიამ მოიპოვეს.

გუნდები მეოთხედფინალში ასე დაწყვილდნენ:

საფრანგეთი – ბრაზილია
ესპანეთი – კოლუმბია
აშშ – იაპონია
კანადა – გერმანია

პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთის პლეი ოფის პირველი ეტაპის შეხვედრები 3 აგვისტოს ჩატარდება.